„ენერგოატომი": ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოქსელიდან სრულად გაითიშა

25-08-2022 19:48:18 მსოფლიო

უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომი“ აცხადებს, რომ ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ენერგოქსელიდან სრულად გაითიშა.

„ენერგოატომის" ცნობით, ევროპის ამ უდიდეს ბირთვულ სადგურზე ელექტროენერგიიდან გამორთეს უკანასკნელი ორი რეაქტორიც, მას შემდეგ, რაც ახლოს გაჩენილმა ხანძარმა სადგურის ელექტროენერგიის წყაროსთან დამაკავშირებელი ხაზები დააზიანა.

რუსული ძალები ზაპოროჟიეს სადგურს 4 მარტის შემდეგ აკონტროლებენ. უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურისთვის ცეცხლის გახსნაში.

გაერო გამოვიდა წინადადებით, მდგომარეობა ადგილზე შეისწავლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მკვლევრებმა, თუმცა მოსკოვი აცხადებს, რომ ისინი სადგურთან რუსეთის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან უნდა ჩავიდნენ.

როგორც IAEA-ის ხელმძღვანელმა რაფაელ გროსიმ 25 აგვისტოს განაცხადა, კიევი და მოსკოვი თანხმდებიან, რომ გაერო–ს თანამშრომლები ადგილზე უნდა ჩავიდნენ და შეისწავლონ ბირთვულ სადგურზე არსებული ვითარება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები