
ილჰამ ალიევი: "აზერბაიჯანმა ლაჩინი დაიბრუნა"
26/08/2022 08:59:00 მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, "აზერბაიჯანმა ლაჩინი დაიბრუნა".
„დღეს, 26 აგვისტოს ჩვენ, აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანული არმია ქალაქ ლაჩინშია განლაგებული, სოფლები ზაბუხი და სუსი აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარებიან. ვულოცავ ლაჩინელებს და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს“, - წერს ილჰამ ალიევი სოციალურ ქსელში.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს, რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებიან განთავსებულნი.
ლაჩინი 1992 წლიდან ყარაბაღის კონტროლს ექვემდებარებოდა.