Accentnews.ge
აზერბაიჯანმა შესაძლოა, რუს სამშვიდობოებზე უარი თქვას

აზერბაიჯანმა შესაძლოა, რუს სამშვიდობოებზე უარი თქვას

26/08/2022 15:55:17 კონფლიქტები

"ყველაფერი იქით მიდის", რომ აზერბაიჯანი 2025 წლამდე უარს იტყვის მთიან ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის წარმოდგენილობაზე. ამის შესახებ "რადიო თავისუფლებას" სამხრეთ კავკასიის საკითხებში საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის უფროსმა მკვლევარმა ოლესია ვართანიანმა განუცხადა.

"აზერბაიჯანი ცდილობს, გამოიყენოს დღევანდელი ვითარება, მათ შორის, საიმისოდ, რომ მიაღწიოს რუსული მხარისაგან გარკვეულ დათმობებს. ეს ამჟამად ერთდროულად ყველა მიმართულებით შეიმჩნევა. ჩვენ ვხედავთ, რომ აზერბაიჯანი აჟღერებს გარკვეულ პრეტენზიებს, რომელიც არახალია და ჩემი აზრით, ყველაფერი იქით მიდის, რომ ბაქო უარს იტყვის რუსული კონტინგენტის წარმოდგენილობაზე. ვფიქრობ, გულახდილები უნდა ვიყოთ საკუთარ თავთანაც და კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ადამიანებთანაც და ვაღიაროთ, რომ მსგავსი შესაძლებლობა რეალურია. ამჟამად როგორც ბაქოს, ისე ერევნის მხრიდან პედალირდება მშვიდობისმყოფელების ფუნქციების კუთხით არსებული რეალობა, - რომ 2025 წლის დადგომამდე ისინი უბრალოდ ვეღარ შეძლებენ თავისი მისიის შესრულებას. ჩემი აზრით, ადამიანები, რომლებიც რუსი მშვიდობისმყოფელების საკითხს საჯაროდ აყენებენ, უნდა აცნობიერებდნენ მათი ამ ქმედების შედეგებს, კერძოდ იმას, რომ ამ გზით ისინი რუს სამშვიდობოებს მათი ფუნქციის დარჩენილ ნაწილსაც აცლიან. როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა ბედი ეწევა მთიან ყარაბაღს 2025 წლის შემდეგ, უნდა ვიფიქროთ იმაზე, შესაძლებელია თუ არა რუსი სამშვიდობოების ჩანავლება და ვისით, ან შესაძლებელი იქნება თუ არა მათი წარმოდგენილობის გაძლიერება და სრულფასოვანი მისიის ჩამოყალიბება, ან, მაგალითად, რაიმე საერთაშორისო კონტინგენტის დამატება. სადღეისოდ, სამწუხაროდ, ამ საკითხებზე დისკუსია არ მიმდინარეობს მათ შორისაც კი, ვისაც მთიანი ყარაბაღის ზონაში რუსი სამშვიდობოების წარმოდგენილობა არ მოსწონს - იმის გამო, რომ ისინი რუსები არიან, ან შესაძლოა, იმის გამო, რომ დღეს ყველა იწყებს იმის გაცნობიერებას, რამდენად შეზღუდულია მათი მოქმედების არეალი" - აცხადებს ვართანიანი.

დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განცხადა, რომ "აზერბაიჯანმა ლაჩინი დაიბრუნა".

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ლაჩინის დერეფნის ტერიტორიაზე, რომელიც სომხეთს ყარაბაღთან აკავშირებს, რუსი სამშვიდობოები აღარ იქნებიან განთავსებულნი.

ყარაბაღის 2020 წლის მეორე ომის შემდეგ იქ რუსი სამშვიდობოები განთავსდნენ. ახლა კი აზერბაიჯანმა ეს ტერიტორია ბოლომდე დაიბრუნა.

ლაჩინი 1992 წლიდან მთიანი ყარაბაღის კონტროლს ექვემდებარებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S