„პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე: "წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს"

29-08-2022 12:34:15 საზოგადოება

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, პურის ფასის კონტროლის ქვეშ მოსაქცევად, წამლების მსგავსად, რეფერენტული ფასები პურზეც უნდა დაწესდეს.

დოლიძის თქმით, პურის დღეს არსებული ფასი არა წარმოების მიერ ნაკარნახევი ფასია, არამედ „მაღაზიების მიერ მომდინარეობს“.

"რეფერენტული ფასები უნდა შემოვიდეს. კონტროლი უნდა იყოს იმისა, რომ მე რომ მაღაზიას პური მივაწოდე, მან ეს თანხა თავის მოგებაში კი არ უნდა ასახოს, არამედ მოსახლეობას იმ ფასად მიაწოდოს, რა ფასადაც მიწოდებულია. რა თმა უნდა, შიგნით თავის მოგება უნდა ჩადოს, მაგრამ არა ისეთი მაღალი, რომ მოსახლეობაზე აისახოს,“ - აღნიშნა დოლიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, მსოფლიო ბირჟაზე ხორბლის ფასი და საქართველოსთვის დაწესებული მცურავი ბაჟის თანხა შემცირდა და ქვეყანაში ხორბლის შემოტანის და წისქვილკომბინატების ამუშავება შესაძლებელი გახდა.

მალხაზ დოლიძის ინფორმაციით, ადგილობრივი ხორბლის წარმოების კუთხით წელს კარგი მოსავალია.

მისი თქმით, ქვეყანა წლის განმავლობაში 650 000 ტონა ხორბალს მოიხმარს, საიდანაც 150 000 საქართველოში წარმოებულია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები