Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – მტერს 8 მიმართულებით უკან დახევა ვაიძულეთ

უკრაინის გენშტაბი – მტერს 8 მიმართულებით უკან დახევა ვაიძულეთ

30/08/2022 06:00:24 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინეელმა მებბრძოლებმა რუსული ძალები იძულებეული გახადეს, 8 მიმართულებით უკან დაეხიათ.

"მტრის ქვედანაყოფები ცდილობდნენ თავდასხმის ოპერაციების ჩატარებას შნურკოვის მიმართულებით, მაგრამ მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და უკან დაიხიეს.

ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლები აწარმოეს ზაიცევის, შუმოვისა და კოდემას მიმართულებით, მაგრამ უკრაინულმა ძალებმა ისინი მოიგერიეს და უკუაგდეს. მტერმა შეტევა განახორციელა უდას დასახლების ტერიტორიაზე ტაქტიკური ვითარების გასაუმჯობესებლად, მაგრამ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ცეცხლის გახსნის შემდეგ უკან დაიხია. ავდიივკას მიმართულებით რუსებმა რამდენიმე დასახლების ტერიტორია დაბომბეს და შეტევითი ბრძოლები ჩაატარეს მარინკასა და ნოვომიხაილოვკას მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. მოწინააღმდეგემ შეტევითი ბრძოლები განახორციელა პოტიომკინის მიმართულებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია“, - აცხადებენ გენშტაბში.

მისი ცნობით, სლავიანსკის მიმართულებით მტერი ბოგოროდიჩნის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატით საჰაერო დაზვერვის ჩატარებას ცდილობდა, მაგრამ უკრაინელმა დამცველებმა რუსული ძალების საფრენი აპარატი გაანადგურეს.

„იუჟნობუჟსკის მიმართულებით, მტერმა დაბომბა ალექსანდროვკას, სტეპნაია დოლინას, ლიმანის, ბლაგოდატნოეს, მირნოეს, კოტლიაროვოს, შევჩენკოვოს, ნოვონიკოლაევკას, პერვომაისკოეს, პარტიზანსკოეს, შიროკოეს, კრასნაია დოლინას, მურახოვკას, ლოზოვოეს, ზელენოდოლსკის, ოლგინოსა და დობრიანკას დასახლებები. სევერსკის მიმართულებით მტერმა არტილერიით დაბომბა სუმის ოლქის ობოდის, ნოვოვასილევკასა და მიროპოლსკოეს დასახლებები, სლობოჟანსკის მიმართულებით მტერი აგრძელებს საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას, რათა შეინარჩუნოს ადრე ოკუპირებული ტერიტორიები და თავიდან აიცილოს თავდაცვითი ძალების ქვედანაყოფების შეტევა. ხარკოვის მიმართულებით მტერმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა პრუდიანკას, დემენტიევკას, რუსკაია ლოზოვაიას, პეტროვკას, სტარი სალტოვის, პიტომნიკის, სოსნოვკასა და ველიკიე პროხოდის დასახლებების ტერიტორიები", – აცხადებენ გენშტაბში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S