Accentnews.ge
ომის 188–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

ომის 188–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

30/08/2022 07:05:58 ევროპა

უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 47 000–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი 30 აგვისტოს.

კერძოდ, უწყების ცნობით, 30 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:

  • პირადი შემადგენლობა – 47 550 (+450 გასულ დღე–ღამეში),
  • ტანკი – 1 954 (+7),
  • ჯავშანტექნიკა – 4 294 (+25),
  • საარტილერიო სისტემა – 1 079 (+19),
  • მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 282 (+3),
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა – 151 (+2),
  • საბრძოლო თვითმფრინავი – 234,
  • ვერტმფრენი – 204 (+1),
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 847 (+3),
  • გემი/ნავი – 15,
  • სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3 217 (+29),
  • სპეცტექნიკა – 103 (+2).

გენშტაბის ინფორმაციით, მტერმა ყველაზე მეტი ზარალი განიცადა დონეცკისა და კურახოვის მიმართულებით.

29 აგვისტოს „კახოვკას“ დაჯგუფებამ განაცხადა, რომ რუსეთის 109-ე პოლკმა უკან დაიხია პოზიციებიდან და ”რუსი მედესანტეები, რომლებიც მათ მხარს უჭერდნენ, გაიქცნენ ბრძოლის ველიდან”. მოგვიანებით მედიამ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციების შესახებ სამხრეთ უკრაინაში - უკრაინელმა სამხედროებმა გაარღვიეს საოკუპაციო ძალების თავდაცვის პირველი ხაზი ხერსონის რეგიონში.

იხილეთ ასევე:

უკრაინელი სამხედროები რუსეთის 13 სამეთაურო პუნქტს დაესხნენ თავს – "სამხრეთის" სარდლობა

ბრიტანულმა დაზვერვამ კომენტარი გააკეთა სამხრეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S