
ომის 191–ე დღე: უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
02/09/2022 08:12:56 ევროპა
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსულმა არმიამ 48 000–ზე მეტი ჯარისკაცი და ათასობით ტექნიკა დაკარგა,– იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი.
კერძოდ, უწყების ცნობით, 2 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის დანაკარგები ასე გამოიყურება:
- პირადი შემადგენლობა – 48 700 (+350 გასულ დღე–ღამეში),
- ტანკი – 2009 (+12),
- ჯავშანტექნიკა – 4 312 4366 (+21),
- საარტილერიო სისტემა – 1126 (+11),
- მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 289 (+2),
- საჰაერო თავდაცვის სისტემა – 153,
- საბრძოლო თვითმფრინავი – 234,
- ვერტმფრენი – 205,
- ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 853 (+2),
- გემი/ნავი – 15,
- სხვადასხვა ავტომობილი და ტანკერი – 3247 (+8),
- სპეცტექნიკა – 105 (+1),
- ფრთოსანი რაკეტა – 198 (+2).
„მტრის ყველაზე დიდი დანაკარგები (ბოლო დღის განმავლობაში) დონეცკისა და კურახოვსკის მიმართულებით დაფიქსირდა. მონაცემები ზუსტდება“, - დასძენენ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში.