Accentnews.ge
რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას 3 სექტემბერს აღარ აღუდგენს

რუსეთი ევროპას გაზის მიწოდებას 3 სექტემბერს აღარ აღუდგენს

02/09/2022 16:40:39 მსოფლიო

რუსეთი ევროპას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი გაზის მიწოდებას 3 სექტემბერს არ აღუდგენს.

როგორც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაში განაცხადეს, გაზის სატუმბ ბლოკზე (Trent 60) ნავთობის გაჟონვა დაფიქსირდა.

„როსტექნაძორმა გააფრთხილა კომპანია, რომ აღმოჩენილი გაუმართაობა არ იძლეოდა გაზის ტურბინის ძრავის უსაფრთხო მუშაობის საშუალებას. ამიტომ, ვიდრე ნავთობის გაჟონვა მთლიანად არ აღმოიფხვრება, რაც მხოლოდ სპეციალიზებული სარემონტო სამუშაოების პირობებშია შესაძლებელი, „ჩრდილოეთის ნაკადი“ არ იმუშავებს.

რუსეთმა 31 აგვისტოს შეწყვიტა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდება. კომპანია „გაზპრომი“ მიზეზად ასახელებდა ერთ-ერთი სადგურის აგრეგატზე ჩასატარებელ ტექნიკურ სამუშაოებს და აცხადებდა, რომ გაზის მიწოდება შეწყვეტილი იქნებოდა 3 სექტემბრის 04:00 საათამდე.

„გეგმური ტექნიკური მომსახურების“ გამო, რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება ათი დღით, ივლისშიც შეუწყვიტა. უფრო ადრე, ივნისის შუა რიცხვებიდან, „გაზპრომმა“ ევროპის მომარაგება 40%-მდე შეამცირა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სანქციების გამო, კანადამ არ დააბრუნა „სიმენს“-ის ტურბინები, რომლებსაც მონრეალში არემონტებდნენ. ეს ტურბინები კანადიდან ივლისის შუა რიცხვებში ჩაიტანეს გერმანიაში, საიდანაც რუსეთს ამ დრომდე არ წაუღია.

კრემლმა „გაზის ომი“ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ წამოიწყო ევროკავშირის ქვეყნების მიერ კიევის მხარდაჭერის პასუხად. გერმანია, რომელიც „ჩრდილოეთის ნაკადით“ რუსული გაზის ძირითადი მიმღებია, მოსკოვს ადანაშაულებს გაზის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S