Accentnews.ge
ირაკლი ანთაძე:"მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, მათ საშუალება აქვთ საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება"

ირაკლი ანთაძე:"მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, მათ საშუალება აქვთ საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება"

04/09/2022 11:17:36 კონფლიქტები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, რადგან მათ საშუალება აქვთ საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება.

როგორც ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მაღალი რანგის სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდათ ორივე ოკუპირებულ რეგიონში არსებული მდგომარეობის და ასევე ოკუპაციიდან მომდინარე საფრთხეები შესახებ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლა.

განხილულ იქნა ისეთი მტკივნეული საკითხები, როგორებიც არის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, უკანონო დაკავებები, ასევე ანექსიური ნაბიჯები, რომელიც პერიოდულად იდგმება. მნიშვნელოვანია ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები სტუმრობდნენ საოკუპაციო ხაზს, სადაც მაღალი რანგის სტუმრებს საშუალება აქვთ საკუთარი თვალით იხილონ არსებული ვითარება და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ორივე ოკუპირებულ რეგიონთან დაკავშირებით და იქ არსებული, როგორც მიმდინარე სიტუაციის, ასევე უსაფრთხოების ზოგადი გარემოს შესახებ”,- განაცხადა ანთაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" მონაწილეები, დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ.

ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S