Accentnews.ge
ვოლკერი:"არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია"

ვოლკერი:"არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ საქართველოშია"

04/09/2022 12:05:25 კონფლიქტები

რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინიდან არ დაწყებულა, ეს მოხდა საქართველოში 2008 წელს, არ შეიძლება, დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ჯერ კიდევ აქ არის, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ უოლკერმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას განაცხადა. განაცხადა.

"აქ [ოძისში] მოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ხალხს შევახსენოთ, რომ ეს ისევ გრძელდება. 2008 წლის ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ წამოიწყო ეს კვლავ გრძელდება, გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია. ხალხი ახლა უკრაინაზეა კონცენტრირებული, მაგრამ რუსეთის იმპერიალისტური ომები მისი მეზობლების წინააღმდეგ უკრაინაში არ დაწყებულა. ეს საქართველოშიც იყო 2008 წელს, მათ მოახდინეს მოლდოვის ნაწილის ოკუპაციაც. ისინი უფრო სასტიკები არიან ახლა უკრაინაში, მეტ ტერიტორიას იტაცებენ, მაგრამ ეს ყველაფერი დაკავშირებულია, ერთი და იგივე რამის ნაწილია. და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსეთი ისევ აქაა." - განაცხადა ვოლკერმა.

შეგახსენებთ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას!" მონაწილეები, დღეს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ჩავიდნენ.

ისინი საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S