Accentnews.ge
კადიროვმა პოზიცია ორიოდ დღეში შეცვალა

კადიროვმა პოზიცია ორიოდ დღეში შეცვალა

06/09/2022 08:40:30 კავკასია

თანამდებობის დატოვების შესახებ სურვილის საჯაროს გაჟღერებიდან ორიოდ დღეში ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მას არ აქვს უფლება, თანამდებობა „ასე უბრალოდ“ დატოვოს, არ ჰკითხოს ამის შესახებ ხალხსა და პრეზიდენტს. ამასთან, ის გამოვიდა მოწოდებით, „შეწყდეს საუბარი“ მის უვადო შვებულებაზე, რომელსაც თავადვე დაუდო საფუძველი მორიგი ვიდეომიმართვით.

თუ ორიოდ დღის წინ კადიროვმა განაცხადა, რომ ზედმეტად დიდხანს იყო თანამდებობაზე, მოხუცდა და უვადო შვებულება დაიმსახურა და ვიდრე გააგდებენ, თავად წავა, ამჯერად ტელეგრამ–არხზე დაწერა, რომ გუბერნატორად ყოფნის ხანგრძლივობის რეკორდის მოხსნას აპირებს.

"სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ მაქვს უფლება ასე უბრალოდ წავიდე. ხალხმა მანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და ჩემი წმინდა მოვალეობაა, გავამართლო ეს ნდობა", - განაცხადა კრემლის მიერ ხელდასმულმა ლიდერმა.

განმარტებისას, თუ რატომ ახსენა უვადო შვებულება, კადიროვმა დაწერა:

„იმ დღეს წავაწყდი პუბლიკაციას, სადაც ნათქვამი იყო, რომ თანამდებობაზე 15 წელი ვიყავი და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის „მრავალწლიანი “ ვიყავი“.

ვიფიქრე, რომ ეს ბევრი იყო და გადავწყვიტე, ამის შესახებ თქვენი აზრი გამეგო”.კადიროვმა გაიხსენა, რომ ის რეგიონს 15 წელია ხელმძღვანელობს, მაგრამ რუს გუბერნატორებს შორის რეკორდი 27 წელია (ევგენი სავჩენკო ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი იყო 1993 წლიდან 2020 წლამდე).

„ვნახოთ, შევძლებ თუ არა ამ მაჩვენებლის გადალახვას “, - თქვა რამზან კადიროვმა და დასძინა, „ჩემთვის თანამდებობა არასდროს შემოუთავაზებიათ და არც მითხოვია. რესპუბლიკიდან სხვაგან არასდროს გადავალ“. ამ შენიშვნით კადიროვმა უპასუხა ცნობებს იმის შესახებ, რომ მას „როსგვარდიის“ ხელმძღვანელობა შესთავაზეს.

იხილეთ ასევე: რა ხდება კადიროვის თავს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S