Accentnews.ge
რუსული ტელეგრამ–არხები: "უკრაინამ ხარკოვის ოლქში კონტრშეტევა დაიწყო"

რუსული ტელეგრამ–არხები: "უკრაინამ ხარკოვის ოლქში კონტრშეტევა დაიწყო"

06/09/2022 13:57:30 მსოფლიო

რიგი რუსული ტელეგრამ–არხების ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბალაკლეაზე (ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარე ქალაქი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული) შეტევა წამოიწყეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინული კონტრშეტევის გასართულებლად რუსებმა ხიდები ააფეთქეს.

იმის შესახებ, რომ უკრაინული მხარე აღნიშნული მიმართულებით ცოცხალ ძალასა და ტექნიკას უყრიდა თავს, იგივე ტელეგრამ–არხები აგვისტოს მეორე ნახევრიდან წერდნენ.

თეორიულად ბალაკლეის მიმართულებით დარტყმას შეუძლია, იზიუმის ირგვლივ დაბანაკებული მსხვილი რუსული დაჯგუფება ალყაში მოაქციოს.

ცნობისთვის: უკრაინამ უკვე წამოიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში. ISW–ს სპეციალისტების თქმით, უკრაინული ჯარი ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ.

4 სექტემბერს ცნობილი გახდა, უკრაინული ძალების მიერ ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული დაბა ვისოკოპოლიეს აღების თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S