Accentnews.ge
უკრაინა რუსული მოიერიშე თვითმფრინავის განადგურების თაობაზე იუწყება

უკრაინა რუსული მოიერიშე თვითმფრინავის განადგურების თაობაზე იუწყება

07/09/2022 05:55:52 მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა ქვეყნის სამხრეთით რუსული „სუ-25“ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება.

მისი ცნობით, სამხრეთ უკრაინის ოპერაციულ ზონაში ვითარება დაძაბული და დინამიურია. მოწინააღმდეგე აგრძელებს თავდაცვით ბრძოლებს და დასახლებების დაბომბვას, საპასუხოდ, უკრაინულმა ავიაციამ მტერს 13-ჯერ დაარტყა, სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი 250-ზე მეტი საცეცხლე ამოცანა შეასრულეს.

"მტრის დადასტურებული დანაკარგებია : 83 რაშისტი, 5 ტანკი, 12 ჰაუბიცა, 3 ერთეული ჯავშანტექნიკა. ამასთან, გოლოი პრისტანში, ტომინა ბალკასა და სნიგირევკაში განადგურდა საბრძოლო მასალის 3 საცავი“, -აცხადებს სარდლობა.

ცნობისთვის: 6 სექტემბერს რიგი რუსული ტელეგრამ–არხები იუწყებოდნენ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბალაკლეაზე (ხარკოვსა და იზიუმს შორის მდებარე ქალაქი, რომელიც დროებით რუსეთის მიერაა ოკუპირებული) შეტევა წამოიწყეს.

უკრაინამ უკვე წამოიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში. ISW–ს სპეციალისტების თქმით, უკრაინული ჯარი ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S