Accentnews.ge
უკრაინელი მედესანტეები ორი რუსული სუ–25–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან [ვიდეო]

უკრაინელი მედესანტეები ორი რუსული სუ–25–ის ჩამოგდების შესახებ იუწყებიან [ვიდეო]

07/09/2022 13:20:52 ევროპა

უკრაინელმა მედესანტეებმა პორტატული საზენიტო–სარაკეტო სისტემის „იგლას“ დახმარებით, ორი რუსული მოიერიშე სუ–25 ჩამოაგდეს,– იუწყება უკრაინული მედია სარდლობაზე დატრდნობით.

ირკვევა, რომ უკრაინელი მედესანტეები 7 სექტემბერს, ერთ-ერთ რაიონში ასრულებდნენ დავალებას და წარმატებით ჩამოაგდეს ორი რუსული Su-25 Grach.

„ოკუპანტების ბრონირებული თვითმფრინავები სამუდამოდ დაეშვნენ მიწაზე „იგლას“ დახმარებით“,– ნათქვამია შეტყობინებაში და ქვეყნდება ფაქტის ამსახველი ვიდეოც.

მანამდე ქვეყნის სამხრეთში სუ–25–ის ჩამოგდების შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იყობინებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S