Accentnews.ge
პენტაგონი: "ბრძოლის ველზე უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ"

პენტაგონი: "ბრძოლის ველზე უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ"

08/09/2022 07:00:47 მსოფლიო

პენტაგონში აცხადებენ, რომ ბრძოლის ველზე უკრაინელები ნელ, მაგრამ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში კოლინ კალმა განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ უკრაინულ მხარეს ახლა უკეთესად მისდის საქმეები სამხრეთში, ვიდრე რუსეთის მხარეს", აცხადებს კოლინ კალი.

6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბალაკლეაზე შეტევა წამოიწყეს.

მანამდე უკრაინამ წამოიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში. ISW–ს სპეციალისტების თქმით, უკრაინული ჯარი ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S