უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონში მორიგი აფეთქება მოხდა
08/09/2022 10:47:06 მსოფლიო
უკრაინის მოსაზღვრე რუსულ რეგიონში, ბელგოროდში მორიგი აფეთქება მოხდა. ამჯერად აფეთქება იუჟნაიას ქვესადგურში დაფიქსირდა.
ადგილობრივი ტელეგრამ–არხების ცნობით, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
რა გახდა აფეთქების მიზეზი, არ აზუსტებენ, თუმცა იუწყებიან, რომ „ავარიის“ გამო ბელგოროდის ნაწილი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ომი გააჩაღა, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში „ტერორისტული საფრთხის“ „ყვითელი“ დონე გამოაცხადეს.
რუსეთის ფედერაციის ბრაიანსკის, ბელგოროდისა და კურსკის ოლქების ხელმძღვანელებმა არაერთხელ გაავრცელა ინფორმაცია უკრაინული მხრიდან დაბომბვის შესახებ.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან.


