Accentnews.ge
მედია –  აშშ უკრაინას, ასევე რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ 18 ქვეყანას 2 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

მედია –  აშშ უკრაინას, ასევე რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფ 18 ქვეყანას 2 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

08/09/2022 11:20:32 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტისას უკრაინისთვის, ასევე რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი 18 ქვეყნისთვის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს, – იუწყება Reuters.

მედიასაშუალებას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გამოუყოფს აშშ დახმარებას ან რა თანხა იქნება განკუთვნილი უკრაინისთვის.

დღეს ენტონი ბლინკენი კიევს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მაღალჩინოსანი შეხვედრებს გამართავს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას დამატებით 675 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ოსტინის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს, მათ შორის „GMLRS–ებს, ჰაუბიცებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, HARM-ებს, ჯავშანტექნიკასა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს".

"ჩვენ ახლა ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის თვალსაჩინო წარმატებას ბრძოლის ველზე. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა პარტნიორების გადაწყვეტილებას მთელ მსოფლიოში, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო და იმპერიულ ომს. ჩვენ ბრძოლის ველზე ვითარების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ", – განაცხადა ოსტინმა.

აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S