Accentnews.ge
ბლინკენი: "აშშ-ს სურს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს 2 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყოს"

ბლინკენი: "აშშ-ს სურს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს 2 მლრდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარება გამოუყოს"

08/09/2022 12:47:03 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-ს სურს, უკრაინასა და სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს 2 მლრდ დოლარზე მეტი გამოუყოს. ამის შესახებ მან კიევში ვიზიტისას განაცხადა.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა თავისი განზრახვის შესახებ, რომ სურს, გამოყოს ორ მილიარდ დოლარზე მეტი ევროპის ქვეყნებისთვის სამხედრო დახმარების სახით", – განაცხადა ბლინკენმა.

მისი თქმით, ეს იქნება გრძელვადიანი სამხედრო დახმარება უკრაინისა და რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი კიდევ 18 ქვეყნისთვის.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას დამატებით 675 მლნ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს. შესაბამისი განცხადება გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ბაზაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა ცოტა ხნის წინ გააკეთა.

ოსტინის თქმით, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს, მათ შორის „GMLRS–ებს, ჰაუბიცებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, HARM-ებს, ჯავშანტექნიკასა და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს".

"ჩვენ ახლა ვხედავთ ჩვენი საერთო ძალისხმევის თვალსაჩინო წარმატებას ბრძოლის ველზე. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მოკავშირეებისა პარტნიორების გადაწყვეტილებას მთელ მსოფლიოში, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო და იმპერიულ ომს. ჩვენ ბრძოლის ველზე ვითარების შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ", – განაცხადა ოსტინმა.

აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის მმართველობის პერიოდში საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დაახლოებით 10,6 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S