Accentnews.ge
უკრაინის გენშტაბი – ხარკოვის მიმართულებით 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ

უკრაინის გენშტაბი – ხარკოვის მიმართულებით 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ

08/09/2022 13:31:50 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის მიმართულებით 50 კილომეტრით წაიწიეს წინ და 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს, – ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილემ ალექსეი გრომოვმა განაცხადა.

მისი თქმით, "უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებული ტერიტორიის საერთო ფართობი ხარკოვის იუჟნობუჟის მიმართულებით 700 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს“.

​ამასთან, გრომოვის ცნობით, უკრაინის არმიამ გააუმჯობესა ტაქტიკური მდგომარეობა კრამატორსკის მიმართულებით და ორი კილომეტრით წაიწია წინ, ხოლო სავიანსკის მიმართულებით სამი კილომეტრით დაწინაურდა.

6 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბალაკლეაზე შეტევა წამოიწყეს.

მანამდე უკრაინამ წამოიწყო კონტრშეტევა ხერსონის ოლქში. ISW–ს სპეციალისტების თქმით, უკრაინული ჯარი ხერსონის ოლქში ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით მიიწევს წინ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S