Accentnews.ge
პეტერბურგელმა დეპუტატებმა სახელმწიფო სათათბიროს პუტინის ღალატში დადანაშაულება შესთავაზეს

პეტერბურგელმა დეპუტატებმა სახელმწიფო სათათბიროს პუტინის ღალატში დადანაშაულება შესთავაზეს

08/09/2022 13:36:41 მსოფლიო

პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალიტეტის საბჭომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვლადიმირ პუტინის თანამდებობიდან გადასაყენებლად მისი სახელმწიფო ღალატში დადანაშაულება შესთავაზა,– ამის შესახებ დეპუტატმა დიმიტრი პალუგამ განაცხადა.

პეტერბურგელ დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრასთან დაკავშირებით ზიანს აყენებს რუსეთისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.

გადაწყვეტილება, როგორც პალუგა აღნიშნავს, სმოლნინსკის დამსწრე დეპუტატების უმრავლესობამ მიიღო.

დეპუტატების თქმით, უკრაინის ომში ახალგაზრდები იღუპებიან, სახიჩრდებიან. ამასთან, ომის გამო რუსეთის ეკონომიკა ზარალდება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, ნატოს ბლოკმა აქტიურად დაიწყო აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება და უკრაინამ უფრო და უფრო მეტი იარაღის მიღება, თუმცა მიზნები, რომლებითაც პუტინი ამ სამხედრო აგრესიას ამართლებდა, საპირისპირო იყო – აცხადებენ დეპუტატები.

მარტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე, სმოლნინსკის საბჭომ საპარლამენტო თხოვნა გაუგზავნა პუტინს სისხლისღვრის შეწყვეტის, უკრაინიდან ჯარების გაყვანისა და გადადგომის მოთხოვნით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S