Accentnews.ge
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "გაზთან დაკავშირებული შანტაჟით პუტინმა აჩვენა, რომ სანქციები მოქმედებს"

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "გაზთან დაკავშირებული შანტაჟით პუტინმა აჩვენა, რომ სანქციები მოქმედებს"

09/09/2022 11:42:32 მსოფლიო

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდერ შალენბერგის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედება სულ უფრო მეტად საგრძნობი ხდება. ამის შესახებ მან "WienerZeitung"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"სანქციების მოქმედებაზე ყველაზე ცხადად მეტყველებს ამასწინანდელი შანტაჟი, რომელსაც რუსეთმა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადთან“ დაკავშირებით მიმართა. ევროკავშირში ჩვენ ზოგჯერ ჩემპიონები ვართ პესიმიზმსა და რაღაცის მნიშვნელობის დაკნინებაში, მაგრამ ამ შემთხვევაში ამის მიზეზი ნამდვილად არ არსებობს. სანქციები დღითიდღე უფრო ეფექტური ხდება. რუსეთის ეკონომიკის მთელი დარგები ჩერდება, რუსეთი რეცესიისკენ მიიწევს, ევროპისთვის კი პროგნოზი ჯერ კიდევ ზრდას წინასწარმეტყველებს. ვიმედოვნებ, რაღაც მომენტში შესაძლებელი იქნება, ომის შესაწყვეტად დიპლომატიას დავუბრუნდეთ, მაგრამ მოცემულ მომენტში მნიშვნელოვანია სტრატეგიული მოთმინება და ძლიერი ნერვები", – განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ევროპაში გაზის მიწოდება არ განახლდება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნამდე.

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აღიარა აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და რუსეთის ჯარები 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრნენ, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ მასშტაბური სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. რუსეთისთვის სანქციებით გამოცხადებული ბრძოლის გარდა, დასავლეთი უკრაინას უწევს ფინანსურ და სამხედრო დახმარებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S