მედია – უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს მიუახლოვდნენ
09/09/2022 12:06:30 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალები ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკს მიუახლოვდნენ, – იუწყება CNN.
კუპიანსკი ხარკოვის ოლქში რუსული ძალების მთავარ ლოგისტიკურ კვანძს წარმოადგენს.
ქალაქი არის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური და საბრძოლო აღჭურვილობისა და მასალების მიწოდების კვანძი რუსული ძალებისთვის არა მხოლოდ იზიუმსა და ლიმანში, უშუალოდ სამხრეთით, არამედ ლუგანსკის და დონესცკის რეგიონების ზოგიერთი ნაწილისთვის.
მანამდე, აშშ-ის „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ აღნიშნა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 72 საათში დაიბრუნებს ქალაქს.


