Accentnews.ge
ჩრდილოეთ კორეამ თავი ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ჩრდილოეთ კორეამ თავი ბირთვულ სახელმწიფოდ გამოაცხადა

09/09/2022 12:14:08 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის უზენაესმა სახალხო კრებამ მიიღო ბირთვული იარაღის შესახებ კანონი, რომელიც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას "გარე თავდასხმისგან თავდაცვის მიზნით მისი პრევენციული გამოყენების" უფლებას აძლევს.

"თუ ეროვნული ბირთვული ძალების სარდლობისა და კონტროლის სისტემა მტრული ძალების თავდასხმის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, ატომური დარტყმა განხორციელდება ავტომატურად და დაუყოვნებლივ" - ციტირებს მიღებულ კანონს "ფრანსპრესი".

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "ქვეყნის ბირთვული სტატუსი ამიერიდან შეუქცევადია და დენუკლეარიზაციის შესახებ დისკუსიები აზრს კარგავს".

"ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ იარაღზე უარს არასოდეს იტყვის ეს ჩვენი კანონიერი უფლებაა და შესაძლებლობაც, თავი დავიცვათ აშშ-ის ზეწოლისგან, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მორყევასა და საბოლოო ჯამში, მთავრობის ჩამოგდებას ცდილობს" - განაცხადა, "როიტერის" ინფორმაციით კიმ ჩენ ინმა.

ცნობისთვის: 2021 წელს ჩრდილოეთ კორეამ ბირთვულ პროგრამაზე 640 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა და 2022 წლის დასაწყისიდან ბირთვული რაკეტების 17 გამოცდა განახორციელა.

აგვისტოში სამხრეთ კორეამ ჩრდილოელ მეზობელს დენუკლეარიზაციის გეგმა შესთავაზა, რომელიც ბირთვულ იარაღზე უარის თქმის სანაცვლოდ ფხენიანისთვის ეკონომიკური და ტექნოლოგიური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებდა. თუმცა კიმ ჩენ ინმა ამ გეგმას ბოდვა უწოდა და მის მიღებაზე უარი განაცხადა.

გაერო და ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ასევე მოუწოდებდნენ ფხენიანს, ბირთვული იარაღის გამოცდაზე უარი ეთქვა.

მანამდე 2018 წელს ჩრდილოეთ კორეამ და აშშ-მა გამართეს მოლაპარაკებები, რომელთა შედეგად ფხენიანმა ბირთვული გამოცდების შეწყვეტის შესახებ განაცხადა, თუმცა მის ხელთ არსებული ბირთვული იარაღის შენარჩუნების პირობით. თუმცა შემდგომი მოლაპარაკებები, მათ შორის კიმ ჩენ ინის შეხვედრა იმჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უშედეგო აღმოჩნდა და ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის გამოცდები განაახლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S