ბლინკენი: "უკრაინაში ომი სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება"
09/09/2022 18:10:26 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინაში ომი სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ–ის ერთგულება, კვლავ განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა.
"ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინას კონტრშეტევაში რეალური, აშკარა პროგრესი აქვს. თავას შევიკავებ, წინასწარ განსაჯო რამდენად შორს წავა კონტრშეტევა, მაგრამ საწყისი ნიშნები დადებითია", – განაცხადა ბლინკენმა.
მისი თქმით, უკრაინელები საკუთარი სამშობლოსთვის იბრძვიან.
"მჯერა, რომ რუსეთის მოქალაქეები საბოლოოდ დაინახავენ იმ ზიანს, რაც ომს მათთვის მოაქვს", დასძინა ბლინკენმა.


