Accentnews.ge
ჩარლზ III ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის მეფე

ჩარლზ III ოფიციალურად გახდა ბრიტანეთის მეფე

10/09/2022 10:03:02 მსოფლიო

ჩარლზ III ოფიციალურად ბრიტანეთის მეფე გახდა. ცერემონიალი სენტ-ჯეიმსის სასახლეში მიმდინარეობს.

სპეციალურმა საბჭომ, რომელიც მაღალი რანგის პოლიტიკოსების და სამეფო ოჯახის წევრებისგან შედგება, ჩარლზ III დედოფალ ელისაბედ II-ის შვილი მეფედ აღიარა.

ღონისძიებას ესწრებიან ბრიტანეთის ყოფილი პრემიერები, მათ შორის, დევიდ ქემერონი, ბორის ჯონსონი და ტერეზა მეი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ისტორიული ცერემონიალი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ცნობისთვის: ჩარლზ III მეფე ავტომატურად მას შემდეგ გახდა, რაც დედოფალი ელისაბედი გარდაიცვალა.

ელისაბედ II-ს სამეფო ტახტი 70 წლის განმავლობაში ეკავა. ის რამდენიმე დღის წინ 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S