"უკრაინაში 48 759 რუსი სამხედრო დაიღუპა": ხოდორკოვსკი რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან გამოჟონილ დოკუმენტს აქვეყნებს
10/09/2022 10:13:47 მსოფლიო
რუსი ბიზნესმენი მიხაილ ხოდორკოვსკი “ტვიტერზე“ რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან გამოჟონილ დოკუმენტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც 24 აგვისტოს მდგომარეობით, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების დადასტურებული რიცხვი 48 759-ს შეადგენს.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ უკრაინაში ომში დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის კომპენსაციის სახით, რუსეთის მთავრობას აგვისტოს ბოლოს, 361.4 მლრდ რუბლი ჰქონდა გადახდილი.
დოკუმენტის მიხედვით, თითოეული დაღუპული ჯარისკაცის ოჯახისთვის საკომპენსაციო თანხა 7.4 მლნ რუბლს შეადგენს.
რუსეთი დანაკარგებზე არ საუბრობს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ უკრაინელი სამხედროების მიერ სექტემბრიდან წამოწყებულ კონტრშეტევას, ეს მაჩვენებელი ახლოსაა უკრაინის გენშტაბის მონაცემებთან: გენშტაბის ცნობით, გასულ დღე–ღამეში რუსებმა 350 სამხედრო დაკარგეს, ხოლო ჯამში, მოყოლებული 24 თებერვლიდან – 52 200.


