Accentnews.ge
რუსეთს ხარკოვში დამატებითი ძალები შეჰყავს — CNN

რუსეთს ხარკოვში დამატებითი ძალები შეჰყავს — CNN

10/09/2022 10:23:04 ევროპა

CNN-ის ცნობით, უკრაინის კონტრშეტევის საპასუხოდ რუსეთი აძლიერებს სამხედრო შენაერთებს ხარკოვის ოლქში.

რუსი სამხედრო ჟურნალისტის ევგენი პოდდუბნის მიერ გადაღებული კადრებში ჩანს რუსული ვერტმფრენების ჩასვლა რეგიონში და ერთი მათგანიდან ჯავშანმანქანის გადმოტვირთვა. პოდუბნი იტყობინება, რომ დამატებითი პერსონალი და ჯავშანტექნიკა გადანაწილდება სარეზერვო ჯარებზე როგორც კუპიანსკში, ასევე იზიუმში.

პარალელურად სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრანელებმა კუპიანსკი დაიკავეს, ხოლო იზიუმში შევიდნენ. ცნობა გენშტაბს ჯერ არ დაუდასტურებია.

ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ კუპიანსკის გათავისუფლება რუსეთს დონბასში ფრონტის დაცვის გზას გადაუჭრის.

ამჟამად რუსეთი იყენებს კუპიანსკს, როგორც სარკინიგზო კვანძს თავისი ძალების მოსამარაგებლად, ხოლო იზიუმს — როგორც გამშვებ პუნქტს დონეცკის რეგიონის სამხრეთით შეტევებისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S