Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმიდან და ბალაკლეადან გასვლა აღიარა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმიდან და ბალაკლეადან გასვლა აღიარა

10/09/2022 16:24:29 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინის ქალაქებიდან, იზიუმიდან და ბალაკლეადან გასვლას ადასტურებს და აცხადებს, რომ გადაჯგუფება დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთის არმიის ნაწილები გადაჯგუფდა და გადანაწილდა დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გასაძლიერებლად.

პარალელურად, დონეცკის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა, დენის პუშილინმა განაცხადა, რომ დონეცკის ოლქის ჩრდილოეთში, ქალაქ ლიმანთან და სხვა დასახლებულ პუნქტებთან რთული ვითარებაა შექმნილი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლება დაადასტურა. დღეს კი, უკრაინელმა მებრძოლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ქალაქ იზიუმიდან გაიქცნენ და სამხედრო ტექნიკა მიატოვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S