Accentnews.ge
აფეთქებების სერიის შემდეგ, ყირიმში ხალხი გათამამდა, ნათლად ჩანს, რომ რაღაც იწყება – უმეროვი

აფეთქებების სერიის შემდეგ, ყირიმში ხალხი გათამამდა, ნათლად ჩანს, რომ რაღაც იწყება – უმეროვი

12/09/2022 17:15:17 მსოფლიო

ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე, კრემლის ყოფილი პოლიტპატიმარი ილმი უმეროვი თვლის, რომ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებში აფეთქებების სერიის შემდეგ, ადგილობრივი მცხოვრებლები შინაგანად გამხნევდნენ.

„ხალხი გათამამდა, ასეთი განცდა მაქვს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ვინ განახორციელა ეს აფეთქებები თუ „არასწორ ადგილას ისროლა სიგარეტი“. მაგრამ ნათლად ჩანს, რომ რაღაც იწყება. პუტინი კი ამით არ არის კმაყოფილი, რადგან „ღილაკს“ დაჰპირდა და ღილაკზე დაჭერა არც ისე ადვილია (საუბარია ბირთვულ საფრთხეებზე) – სურვილის მიუხედავად, მას არ შეუძლია ამის გაკეთება მარტო, ”- აღნიშნავს ილმი უმეროვი.

ამასთან, უმეროვის ამბობს, რომ ყირიმელ თათრებს შორის „ახალი მოდა გამოჩნდა – უკრაინული მელოდიების“ ქორწილების დროს.

”მაგალითად, ბოლო მრავალი წლის განმავლობაში მოდური იყო ყირიმულ თათრულის გარდა კავკასიური მელოდიების მოსმენა. ახლა ეს შეიცვალა და მოდური გახდა ამ თანამედროვე უკრაინული [მელოდიების] დაკვრა, შესაძლოა, ომისთვის გადაკეთებულის. [ისინი] გამრავლდნენ, გადაიქცნენ საცეკვაო ჰანგებად. ამბობენ, იყო პერიოდი, როცა ეს შედარებით „ჩაკეტეს“, მაგრამ ახლა, მაგალითად, საქორწინო მსვლელობისას თავისუფლად შეგიძლიათ ნახოთ უკრაინის დროშა ყირიმელი თათრების დროშის გვერდით - ეს ბევრს ნიშნავს“, – მიიჩნევს ილმი უმეროვი.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს ყირიმის რუსი მეთაური სერგეი აქსიონოვი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დაემუქრა ყირიმში ქორწილების მონაწილეებს, სადაც უკრაინული სიმღერები ჟღერდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S