Accentnews.ge
"მსგავსი შეცდომა ცხინვალში გვქონდა დაშვებული": ნადირაძე "დუმილის" რეჟიმის შემდეგ კონტრშეტევის დეტალებს იხსენებს

"მსგავსი შეცდომა ცხინვალში გვქონდა დაშვებული": ნადირაძე "დუმილის" რეჟიმის შემდეგ კონტრშეტევის დეტალებს იხსენებს

12/09/2022 17:49:36 კომენტარი

უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა სამხედრომ ვანო ნადირაძემ „ფორმულას“ ეთერში აღმოსავლეთ უკრაინაში ჩატარებული კონტრშეტევის შედეგების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად დაახლოებით „ნახევარი საქართველოს ფართობის ტერიტორიაა გათავისუფლებული, რომელსაც დაცვა სჭირდება. ამიტომ იქ ტერიტორიული თავდაცვის ძალები ჩადგებიან, სპეციალური ძალები კი სხვა მიმართულებებზე გადაინაცვლებენ“.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინელების მიერ ბალაკლეას აღების შემდეგ ბრძოლები ფაქტობრივად არ ყოფილა:

„ეს ნამდვილად ომის გადამწყვეტი ფაზაა! დასავლური იარაღი ძალიან ჭკვიანურად გამოიყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა. [...] ბაკალეაში კი არ შევიდნენ პირდაპირ უკრაინელები (ჭკვიანურად მოიქცნენ. ჩვენ ასეთი შეცდომა ცხინვალში გვქონდა დაშვებული), ჩააგდეს ოპერატიულ ალყაში, ყველა საცეცხლე სამიზნე აიღეს, გააგრძელეს შეტევა. გარკვეულ ტერიტორიაზე რომ გადაიწიეს წინ, შემდეგ შევიდნენ ბალაკლეაში. ტაქტიკურად ძალიან სწორად მოქმედებს უკრაინის შეიარაღებული ძალები. [...]

ფაქტობრივად, ბალაკლეას ბრძოლების დასრულების შემდეგ კუპიანსკსა და ვოლჩანსკთან ბრძოლა არც ყოფილა – ისინი გარბოდნენ, საზღვრიდან დატოვეს ტერიტორია. [...]

გვქონდა სიჩუმის რეჟიმი და ამის მაქსიმალურად დაცვამ განაპირობა ეს წარმატება – რუსები მოტყუვდნენ, ელიტარული რაც ჰყავდათ, გადაისროლეს და იზიუმში დატოვეს ფსკოვის დივიზია, რომელიც განადგურდა ფაქტობრივად. გენშტაბის დამსახურებაა ოპერაციის დამუშავება და წარმატებამდე მიყვანა“.

მისი თქმით, ამჟამად ლისიჩანსკის და სევერო დოეცკის შემოვლით გზებთან მიმდინარეობს ბრძოლები, კრემენოესთან და რუბეჟნოეს მისადგომებთან:

მისი თქმით, ჯარის მოტივაცია უმაგრებს ზურგს უკრაინის პრეზიდენტს, რომელიც ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებზე საუბრობს და არ გეგმავს რუსებთან მოლაპარაკებებს“

„ასეთი მოტივირებული ჯარი ... არ იღლებიან. რომ ვუყურებ ამ ადამიანებს, ზოგჯერ მგონია, რომ რობოტები არიან: 3–4–5 დღე გადაბმულად არ სძინავთ! უკრაინელი მებრძოლები ინდივიდუალურად ერთ–ერთი საუკეთესოები არიან მსოფლიოში“.

რაც შეეხება რუსულ ძალებს, ნადირაძე პირადი შემადგენლობის გაძლიერების რესურსს ვერ ხედავს:

„ადამიანური რესურსით გაძლიერების შესაძლებლობას ვერ ვხედავ, მობილიზაციაც რომ გამოაცხადოს. იყო საუბარი, 150 000–ის მობილიზებაზე. ამ 150 000 კაცს მომზადება უნდა, მომზადებას კი მინიმუმ, 20 000 ოფიცერი სჭირდება – ეს იმხელა რესურსია... თუ სახორცე მასალად შემოყრას უპირებენ, ეგ სხვაა, მაგრამ მომზადებული ცოცხალი ძალის რესურსი რუსეთს ამ დროისთვის არ აქვს“.

ამასთან, ნადირაძე დარწმუნებულია, რომ უკრაინაში შემოდგომის ბოლოს დასრულდება ომი.

რაც შეეხება ქართველ მებრძოლებს, მისი თქმით, ამჟამად წარმოებულ ოპერაციებში ქართველებიც მონაწილეობენ რამდენიმე ბრიგადის შემადგენლობაში.

იხილეთ ასევე: „დომინოს პრინციპი“ იმუშავებს!“: გაქცევა აღმოსავლეთიდან და რუსული დილემა დღეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S