
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება: "ბიჭვინთის აგარაკების გადაცემაზე მოსკოვისგან ნოტა მივიღეთ"
13/09/2022 12:47:07 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო უწყებისგან მიიღო ნოტა “ბიჭვინთის” სახელმწიფო აგარაკის შესახებ შეთანხმებაზე.
როგორც აფხაზური მხარე აცხადებს, ნოტაში აღნიშნულია, რომ “ობიექტის, მიწის ნაკვეთებისა და ზღვის აკვატორიის ნაწილის გამოყენებას რუსეთი მხოლოდ სახელმწიფო ღონისძიებების ჩასატარებლად და გამაჯანსაღებელი მიზნით გეგმავს. ობიექტის ექსპლუატაცია კი არანაირ საფრთხეს არ უქმნის აფხაზეთის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ინტერესებს”.
იხილეთ ასევე: რუსულმა მხარემ „ბიჭვინთის“ თაობაზე შეთანხმების პირობები გამოაქვეყნა.