
"გეგმები გვაქვს": ზელენსკიმ ყირიმის მოსახლეობას მიმართა
14/09/2022 14:34:34 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეოკუპირებული იზიუმიდან ანექსირებული ყირიმის მოსახლეობას მიმართა.
„ჩვენ უნდა გავუგზავნოთ სიგნალი ჩვენს ხალხს, ვინც სამწუხაროდ, კვლავ ოკუპაციის ქვეშაა. ჩემი სიგნალი ყირიმში მყოფი ადამიანების მიმართ შემდეგია: ვიცით, რომ ეს ჩვენი ხალხია, და ეს საშინელი ტრაგედიაა, რომ ისინი 8 წელზე მეტია, რაც ოკუპაციის ქვეშ არიან. ჩვენ იქ დავბრუნდებით, ზუსტად არ ვიცი როდის, თუმცა გეგმები გვაქვს“ - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სექტემბრის დასაწყისში კონტრშეტევა წამოიწყო და თითქმის მთლიანად გაათავისუფლა ხარკოვის რეგიონი.
იხილეთ ასევე: აფეთქებების სერიის შემდეგ, ყირიმში ხალხი გათამამდა, ნათლად ჩანს, რომ რაღაც იწყება – უმეროვი