Accentnews.ge
„საკვების და კავშირის გარეშე“: უკრაინული დაზვერვა კონტრშეტევის შემდეგ რუსეთის ქვედანაყოფების მდგომარეობაზე საუბრობს

„საკვების და კავშირის გარეშე“: უკრაინული დაზვერვა კონტრშეტევის შემდეგ რუსეთის ქვედანაყოფების მდგომარეობაზე საუბრობს

14/09/2022 20:42:53 ევროპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემდეგ, რუსეთის არმიამ მძიმე დანაკარგები განიცადა, ხოლო რუსეთის საზღვართან კონცენტრირებულ ჯარისკაცებს საკვებთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ,– იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო.

„ზოგიერთ დანაყოფში პერსონალის დაახლოებით ნახევარი დარჩა. გადარჩენილები აპირებენ რუსეთის საზღვრისკენ გადაადგილებას, რათა სახლში დაბრუნდნენ. დამპყრობელთაგან ბევრი კონცენტრირებული იყო რუსეთის საზღვართან ახლოს არსებულ ბელგოროდის რეგიონზე. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სარდლობასთან, არ ხორციელდება საკვებისა და საბრძოლო მასალის მიწოდება“, - აღნიშნავს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო.

უკრაინის დაზვერვის ცნობი, ჯარისკაცების შესანარჩუნებლად რუსული სარდლობა რაზმების გამოყენებას აგრძელებს:

„კერძოდ, მე-2 არმიის კორპუსის მე-4 ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურებმა მიიღეს შეტყობინება: „უკანა ზონაში შეიქმნა რაზმი. ყვება მებრძოლი, რომელიც უკან დაიხევს, განადგუდება. მეთაურის ბრძანება ნომერი 222. გადაეცით ყველა პოსტს“.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა თითქმის მთლიანად გაათავისუფლეს ხარკოვის რეგიონი და მიაღწიეს რუსეთის საზღვრამდე. რუსეთმა ირიბად აღიარა მარცხი და რეგიონიდან გასვლას "გადაჯგუფება" უწოდა.

იხილეთ ასევე: „დომინოს პრინციპი“ იმუშავებს!“: გაქცევა აღმოსავლეთიდან და რუსული დილემა დღეს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S