Accentnews.ge
„უპასუხისმგებლო ადამიანები!“: რუსეთის გმირის წოდების მქონე მფრინავმა ФСБ–სგან ბირთვული შანტაჟისთვის რუსი ოფიციალური პირების დასჯა მოითხოვა

„უპასუხისმგებლო ადამიანები!“: რუსეთის გმირის წოდების მქონე მფრინავმა ФСБ–სგან ბირთვული შანტაჟისთვის რუსი ოფიციალური პირების დასჯა მოითხოვა

16/09/2022 09:17:59 მსოფლიო

რუსეთის გმირის სტატუსით დაჯილდოებულმა მფრინავმა ალექსანდრე გარნაევმა რუსეთის ФСБ–ს დირექტორს ალექსანდრე ბორტნიკოვს მოსთხოვა, პასუხისგებაში მისცეს რუსი დეპუტატები და ჩინოვნიკები, რომლებიც იმუქრებიან ბირთვული იარაღის გამოყენებით და ეთნიკური სიძულვილს აქეზებენ. მან ადრესატს განცხადება აგვისტოში გაუგზავნა, ახლა კი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

გარნაევის აზრით, ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა, რომელიც რუსეთის ფედერალურ არხებზე ჟღერს რუსი ოფიციალური პირებისა და დეპუტატების მხრიდან, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, არის რუსეთის ტერიტორიაზე ბირთვული დარტყმის განხორციელების ლეგიტიმური მიზეზი. ამიტომ, მისი ხედვით, ოფიციალური პირებისა და დეპუტატების გამოსვლები, რომლებიც სატელევიზიო ეკრანებიდან იმუქრებიან უკრაინაში ბირთვული პოტენციალის გამოყენებით, უნდა შეწყდეს და დაისაჯონ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

„ამჟამად რიგი ოფიციალური პირების, სახელმწიფო მოღვაწეების, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების კრიმინალური საჯარო საქმიანობა მიმდინარეობს, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებასა და რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ წესრიგს, სიცოცხლეს და რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელობას... პირადად ჩემს და ჩემი ოჯახისას“, - განაცხადა გარნაევმა.

მაგალითად, მას მოჰყავს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ალექსეი ჟურავლევისა და ევგენი ფედოროვის, მიხაილ დელიაგინის და ვიაჩესლავ ნიკონოვის, ასევე როსკოსმოსის ყოფილი ხელმძღვანელის დიმიტრი როგოზინის გამოსვლები.

ბორტნიკოვისგან გარნაევმა მოითხოვა სასწრაფო ზომების მიღება „მედიაში უკანონო საზოგადოებრივი აქტივობების აღსაკვეთად, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოებას და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემას“.

ალექსანდრე გარნაევი გულისხმობს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებას და გაეროს წესდებას.

„ბირთვული კლუბის“ უსაფრთხოების საბჭოს წევრების მიერ ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არის ბირთვული იარაღის გამოყენება, არამედ უბრალოდ მათი გამოყენების საფრთხე – და ეს უპასუხისმგებლო ადამიანები, რომლებსაც კრიმინალურად ტრანსლირებენ ფედერალური ტელეარხები, ყოველდღიურად აქვეითებენ ატომური იარაღის გამოყენების კანონიერ ზღვარს ჩემი სამშობლოს, ჩემი 6 შვილის წინააღმდეგ“, - განმარტავს რუსი პილოტი.

გარნაევმა ასევე გამოაქვეყნა ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ დაიბარეს ФСБ –ში „გასაუბრებაზე“ კრიტიკული განცხადების შემდეგ უკრაინის ომის ფონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S