Accentnews.ge
რაზე ესაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის ელჩს

რაზე ესაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის ელჩს

19/09/2022 08:49:38 კავკასია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს აშოტ სმბატიანს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

"აღინიშნა, რომ საქართველო დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერს მხარს, რაც რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს",– ვკითხულობთ ოფიციალურ რელიზში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S