კრემლის პროპაგანდის შავი პიარი ელისაბედ II-ს დაკრძალვის დღეს

19-09-2022 17:56:25 მითები და რეალობა

კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა ოლგა სკაბეევამ დღეს, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ს დაკრძალვის დღეს გარდაცვლილი მონარქი რასისტად წარმოაჩინა იმ ვიდეო-კადრების საფუძველზე, რომლებიც, როგორც ირკვევა ელისაბედ II-ს დაბადებამდე 27 წლით ადრეა გადაღებული.

სკაბეევამ РосТВ-ს ეთერში გაუშვა კადრები, რომლებიც, პროპაგანდისტის მტკიცებით, ასახავდა, როგორ "უგდებს ელისაბედი აფრიკელ ბავშვებს საკვებს მიწაზე".

"ელისაბედ II ადამიანებს ისე ექცეოდა, როგორც ცხოველებს ზოოპარკში" - ირწმუნებიდა სკაბეევა.

თუმცა, როგორც დამოუკიდებელმა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაარკვიეს, რეალურად, ეს კადრები დედოფლის დაბადებამდე 27 წლით ადრე - 1899 წელს იყო გადაღებული რეჟისორ გაბრიელ ვეირას მიერ ფილმში, რომელიც ინდოჩინეთის ფრანგულ კოლონიზაციას ეძღვნებოდა.

Новости

Другие новости