
უკრაინის კონტრშეტევა პანიკას იწვევს კრემლში – ISW
20/09/2022 08:02:06 ევროპა
კონტრშეტევაში უკრაინის შეიარაღებული ძალების უახლესი წარმატებები კიდევ უფრო ამცირებს ისედაც სუსტ მორალურ განწყობას რუსულ ქვედანაყოფებში, რომლებიც 24 თებერვლამდე ელიტურად ითვლებოდნენ,– ამის შესახებ ნათქვამია ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ყოველდღიურ ანგარიშში.
ინსტიტუტის მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ რუსი სამხედროების მრავალრიცხოვან წერილებზე სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე "ფიზიკური და მორალური დაღლილობის გამო". წერილები ხარკოვიდან რუსული ძალების უკან დახევის შემდეგ იქნა აღმოჩენილი.
„წერილები მიუთითებს რუსეთის ყველაზე ელიტარულ ქვედანაყოფებში გავრცელებულ მორალურ პრობლემებზე და ნატოს წინააღმდეგ რუსეთის ჩვეულებრივი შესაძლებლობების დეგრადაციაზე“, - ნათქვამია მოხსენებაში.
ამასთან, ISW აღნიშნავს, რომ ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ანექსიის თაობაზე დასწყებული საუბრები მიუთითებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა „იწვევს პანიკას რუსეთის მარიონეტებსა და მათ შორის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ კრემლში“.
გარდა ამისა, ანალიტიკოსები მივიდნენ შემდეგ დასკვნამდე:
- უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, გააგრძელებენ შეზღუდულ და ლოკალიზებულ შეტევებს მდინარე ოსკოლის და ლიმან-იამპოლ-ბელოგოროვკას გასწვრივ.
- რუსეთის ჯარებმა განაგრძეს წინსვლა ბახმუტის სამხრეთით.
- უკრაინის ჯარები აგრძელებენ იერიშებს რუსეთის სამხედრო, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ობიექტებზე ხერსონის რეგიონში.
მოხალისეების რაოდენობა, რომელთა მოგროვებაც რუსეთს შეუძლია, სავარაუდოდ, შემცირდება.
ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს რუსეთის ძალების მიერ დაკავებული დიდი ტერიტორიები ხარკოვის რეგიონში და მიაღწიეს რუსეთის საზღვარს.
იხილეთ ასევე: რუსების გადამწყვეტი შეცდომა და სიურპრიზი ამერიკელი დამკვირვებლებისთვის: გენერალი ჰეკერი უკრაინის ომზე საუბრობს