Accentnews.ge
რას უნდა აკეთებდეს საქართველო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მაგრამ რითაა დაკავებული – ელისაშვილის ხედვა

რას უნდა აკეთებდეს საქართველო რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, მაგრამ რითაა დაკავებული – ელისაშვილის ხედვა

20/09/2022 10:21:21 პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარტია „მოქალაქეებიდან“ ამბობს, რომ გაოგნებულია „ქართული ოცნების“ არხეინობით რეგიონში არსებული ვიტარებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების ფონზე.

ის ყურადღებას თავდაცვით ხარჯებზე ამახილებს და პუნქტობრივად ჩამოთვალა, რას უნდა აკეთებდეს საქართველო შექმნილ მოცემულობაში და ამჟამად რითაა დაკაებული:

„თუ დავაკვირდებით, ვხედავთ, რომ ჩვენს რეგიონში, რომელიც ისტორიულად „მდუღარეა“, ყველა ჩვენი მეზობელი არის საბრძოლო მოქმედებებში ჩართული - თურქეთი სირიაში არის შეჭრილი, რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ჩვენი ორი მეზობელი ჩვენი საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მძიმე, რეაქტიულ არტილერიას უშენდა ერთმანეთს. რას უნდა ვაკეთბდეთ ჩვენ? ნორმალური ხელისუფლება და სახელმწიფო უნდა აძლიერებდეს საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემას; უნდა აღადგენდეს და მწყობრში მოჰყავდეს განადგურებული სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურა; უნდა აყალიბებდეს ძალიან ენერგიულად ტერიტორიულ თავდაცვის ძალებს, რომელიც უკრაინაში ძალიან ეფექტურად მუშაობს; ფეხზე უნდა აყენებდეს სამხედრო მრეწველობას, პოლონეთის მსგავსად; უნდა ყიდულობდეს მძიმე შეიარაღებას, განსაკუთრებით რაც არის ჩვენი დიდი პრობლემა - ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს; სახელმწიფომ უნდა აღადგინოს საყოველთაო გაწვევა და ახალგაზრდები ყარაულებად კი არ უნდა მიჰყავდეს, არამედ ჯანღონით სავსე 18 წლის ახალგაზრდამ, ყველამ უნდა გაიაროს საბრძოლო მომზადების კურსი. ამას დავიწყებდი ჩემი შვილებით, რომელთაც ეს ასაკი უახლოვდებათ. ყველამ უნდა გაიაროს ეს კურსი, რათა ყველა მზად იყოს ომისთვის, რომ ომის შემთხვევაში თავი დავიცვათ. ღმერთმა დაგვიფაროს ომისგან, მაგრამ ომს აირიდებს მხოლოდ ის ქვეყანა, რომელიც კარგად არის მზად. ყოველ თეთრს, თითოეულ კაპიკს უნდა ვაგროვებდეთ და თავდაცვის გასაძლიერებლად უნდა ვიყენებდეთ.

რას ვაკეთებთ ჩვენ? ბიუჯეტში ცვლილებები შემოვიდა და 480 მილიონიდან 220 მილიონი ჯანდაცვაზე მიდის, რაც ულაპარაკო ამბავია და ამას არ ვეხები. 150 მიდის სოფლის მეურნეობაზე და 80 მილიონი თავდაცვაზე. ამ 80 მილიონიდან ახალი იარაღის შესყიდვაზე არის მხოლოდ 20 მილიონი ლარი. ეს არის სირცხვილი და არაადეკვატურობის მწვერვალი. არ ვიცი რის იმედად ვართ, ასე არხეინად როდემდე შეიძლება ვიყოთ? არადა, გასაორმაგებელია. პოლონეთის მაგალითს ვიტყვი - მშპ-ის 5% არის სამხედრო ბიუჯეტი, ჩვენ კი 1%-იც არ გვაქვს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

გარდა ამისა, „მოქალაქეების“ ლიდერმა ომის ვეტერანებზე ისაუბრა და მათთვის დაფინანსების გაზრდა მოითხოვა:

„არცერთი სახელმწიფო არასდროს იქნება ღირსეული, თუ არ დააფასებს ვეტერანებს - ადამიანებს, რომელთაც როდესაც სამშობლოს დასჭირდა, სიცოცხლე დადეს საკუთარი ქვეყნის სადარაჯოზე. შარშან ერთი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით, რომ სამარცხვინო და ყბადაღებული 22 ლარიდან ვეტერანების თანხა გაიზარდა 100 ლარამდე. ჩვენი ინფლაციისა და ფასების გათვალისწინებით, ეს რამდენიმე კოლოფის სიგარეტის ფასია და მეტი არაფერი. ხომ გვაქვს კანონი, რომ ყოველ წელს საჯარო მოხელეებს 10%-ით ავტომატურად ეზრდებათ ხელფასი? ჩავდოთ ეს კანონში და კანონად ვაქციოთ, რომ ყოველ წელს ვეტერანებს გაეზარდოთ დაფინსება 100%-ით. ესეც ზღვაში წვეთია. ამისთვის ვთხოვდი როგორც ოპოზიციას, ისე „ოცნებას“, დავირაზმოთ“.

იხილეთ ასევე: თავდაცვის ბიუჯეტი 80 მილიონით იზრდება, აქედან შეიარაღებაზე 20 მილიონი დაიხარჯება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S