
"წინააღმდეგობა გასწია, მძიმედ იყო შეიარაღებული": შს მინისტრის მოადგილე სპეცოპერაციის დეტალებზე საუბრობს
20/09/2022 18:14:28 სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაციით, საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალზე თავდამსხმელი მძიმედ იყო შეიარაღებული. კერძოდ, როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, თავდამსხმელს თან ჰქონდა: დანა, ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სხვა ნივთიერებები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა.
დაკავების ვიდეოს შსს ავრცელებს
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თავდამსხმელმა დაკავების პროცესში პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
„ღონისძიების ფარგლებში, მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს მაღალპროფესიონალურად ღონისძიება, შეძლეს, რომ ხელყუმბარა, რომელიც მას ხელთ ჰქონდა, არ მოეყვანა მას მოქმედებაში. შესაბამისად, ოპერაცია დასრულდა მშვიდობით, ყველა მძევალი არის ჯანმრთელად, არანაირი პრობლემა მათ არ აქვთ”, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ დარახველიძემ აღნიშნა, რომ დაკავებული დაცვის პოლიციის მოქმედი თანამშრომელი არ არის“.
დარახველიძემ თქვა, რომ ყოფილი მძევლები თავს კარგად გრძნობენ.
თავდამსხმელი საქართველოს ბანკის ქუთაისის ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭა, მძელად 14 პირი აიყვანა და 2 მილიონი დოლარი მოითხოვა რუსეთის დროშასთან, ვერტმფრენთან და ანკესთან ერთად.
ოპერაცია საღამოს დასრულდა.შსს–ს ცნობით, თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია 1985 წელს დაბადებული გ.ნ. მედიამ გაარკვია, რომ ბრალდებული 37 წლის გრიგოლ ნარსიაა.
იხილეთ ასევე: თავდამსხმელის მახასიათებლები: ქცევითი ანალიზი ექსპერტისგან