Accentnews.ge
არესტოვიჩი: "რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზება 2 რამეს ნიშნავს"

არესტოვიჩი: "რუსეთში 300 000 რეზერვისტის მობილიზება 2 რამეს ნიშნავს"

21/09/2022 09:59:30 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ეს ორ რამეზე მეტყველებს:

„ნაწილობრივი იმიტომ, რომ მათ ესმით, არ აქვთ პოტენციალი შექმნან ახალი გაერთიანებები. რეზერვისტები უკვე არსებული [დაჯგუფებების] შესავსებად წავლენ. 300 ათასი. ეს ორ რამეზე მეტყველებს: რუსეთის ჯარის დანაკარგები არამხოლოდ უზარმაზარია, დაჭრილთა და გარდაცვლილთა რიცხვი ნამდვილად აჭარბებს 100 ათასს, უფრო მეტიც, 150 ათასთანაა ახლოს. ორმაგ რაოდენობას იმიტომ იძახებენ, რომ ის 150 000 უკვე გონებაში ჩამოწერეს. რა კარგია იყო რუსი პუტინის მმართველობის ქვეშ“ – ამბობს არესტოვიჩი.

ვლადიმირ პუტინმა დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ჯამში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

იხილეთ ასევე: ბილეთები გაიყიდა, ბაზარი დაინგრა, დაანონსდა აქცია : რეაქცია რუსეთში პუტინის გამოსვლის შემდეგ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S