Accentnews.ge
ლატვია ჰუმანიტარულ ვიზებს არ მისცემს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციისთვის თავის არიდებას შეეცდებიან

ლატვია ჰუმანიტარულ ვიზებს არ მისცემს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციისთვის თავის არიდებას შეეცდებიან

21/09/2022 10:17:59 ევროპა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ლატვია არ მისცემს ჰუმანიტარულ ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციისთვის თავის არიდებას შეეცდებიან.

„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ ან სხვა სახის ვიზებს რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც მობილიზაციას თავს აარიდებენ. ასევე, არ შეიცვლება შენგენის ვიზის მფლობელი რუსეთის მოქალაქეებისთვის 19 სექტემბრიდან საზღვრის კვეთაზე დაწესებული შეზღუდვებიც“, – წერს ედგარს რინკევიჩსი "ტვიტერზე"​.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: ბილეთები გაიყიდა, ბაზარი დაინგრა, დაანონსდა აქცია : რეაქცია რუსეთში პუტინის გამოსვლის შემდეგ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S