
დანილოვი - პუტინის განკარგულებაზე: „რუსების განადგურების პროგრამაა“
21/09/2022 10:38:19 ევროპა
უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ რუსების განადგურების პროგრამაა.
„რაც შეეხება ბოლო განცხადებებს. პუტინის "ბერმუდის სამკუთხედის" გეგმა - ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების უტილიზაციისთვის: მობილიზაციისგან თავის არიდება - ციხე - კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი". შემდეგ: უკრაინული ფრონტი - ლიკვიდაცია - "თეთრი ლადა", - წერს დანილოვი „ტვიტერზე“.
რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
იხილეთ ასევე: ბილეთები გაიყიდა, ბაზარი დაინგრა, დაანონსდა აქცია : რეაქცია რუსეთში პუტინის გამოსვლის შემდეგ