Accentnews.ge
ბენ უოლესი: "ვერავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს ფაქტს, რომ უკრაინა ამ ომს იგებს"

ბენ უოლესი: "ვერავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს ფაქტს, რომ უკრაინა ამ ომს იგებს"

21/09/2022 10:48:31 ევროპა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებით, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ არის იმის აღიარება, რომ მისი უკრაინაში შეჭრა მარცხს განიცდის.

„მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა საკუთარი ცუდად აღჭურვილი ათიათასობით მოქალაქე გაგზავნეს სიკვდილზე. ვერავითარი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალურად გარიყული,“ - აცხადებს ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი.

რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

იხილეთ ასევე: ბილეთები გაიყიდა, ბაზარი დაინგრა, დაანონსდა აქცია : რეაქცია რუსეთში პუტინის გამოსვლის შემდეგ

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S