მობილიზაციის შესახებ პუტინის განკარგულების მე-7 მუხლი გასაიდუმლოებულია

21-09-2022 19:29:53 მსოფლიო

რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულების ერთ-ერთი მუხლი გასაიდუმლოებულია.

კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ დოკუმენტში მე-6 პუნქტს მე-8 მოსდევს, ხოლო სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებულ ვერსიაში მე-7 პუნქტი ფიგურირებს, თუმცა გრიფით "სამსახურეობრივი გამოყენებისთვის" - იუწყება BBC-ის რუსული სამსახური.

პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა პრეზიდენტის განკარგულების მე-7 პუნქტის განსაჯაროებაზე უარი განაცხადა.

"ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, ისაა, რომ ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მობილიზაციაზე საუბრისას 300 ათასი ადამიანი დაასახელა. ანუ, მობილიზაცია სულ 300 ათას ადმიანს შეეხება და როგორც მინისტრმა აღნიშნა, არაერთბაშად" - განაცხადა პესკოვმა.

რუსეთმა უკრაინაში ომის გაჩაღებიდან ექვსი თვის შემდეგ – 21 სექტემბერს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები