Accentnews.ge
თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციამ თანამშრომელ ქალის მიმართებით სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციამ თანამშრომელ ქალის მიმართებით სექსუალური შევიწროების ფაქტი დაადგინა

22/09/2022 14:28:00 საზოგადოება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, შესაბამისი სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად, შრომითი ხელშეკრულებით აყვანილ პირთან მიმართებით ვერბალური ხასიათის სექსუალური შევიწროებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი იუწყება.

უწყების ცნობით, საქმე შეეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის საჩივარს, მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისა და ამავე ნიშნით ხელშეკრულების არგაგრძელების საკითხს.

„სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, გენერალურმა ინსპექციამ არ დაადასტურა გენდერული ნიშნით შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელების ფაქტი, ხოლო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურების შემდეგ მომზადდა შესაბამისი დასკვნა ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული შევიწროებაში დადანაშაულებული პირის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, რაც თავდაცვის ძალების მიერ გათვალისწინებული იქნა.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას, რომელზეც დაუყონებლივ განხორციელდა შესაბამისი რეაგირება, რადგან თავდაცვის სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მსგავსი ტიპის ბრალდებების საფუძვლიან შესწავლას. სამინისტროს პოლიტიკა შეუწყნარებელია ნებისმიერი და მათ შორის გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მიმართ. გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვა და განმტკიცება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია“, – ნათქვამია განცხადებაში.

სავარაუდოდ, საუბარია საქმეზე, რომლის შესახებაც ცნობილი სექტემბრის დასაწყისში გახდა.

„თავდაცვის ერთ-ერთ სისტემაში, რომელიც არის ძალიან დახურული სისტემა და იშვიათად გამოდის გენდერულ ძალადობზე, 23 აგვისტოს მოგვმართა ქალმა ძალადობის თემაზე და წარადგინა მტკიცებულებები.ჩვენ მივმართეთ გენერალურ ინსპექციას.

ისინი თავიდან იყვნენ მტრულად განწყობილები ქალის მიმართ, თუმცა როდესაც გაიგეს, რომ ქალის ინტერესებს საფარი იცავდა შეცვალეს დამოკიდებულება. უწყებას ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ მოუხდენიაამ ქალს კვლავ იმ უფროსთან უწევს მუშაობა რომლის მიმართაც ქალი ჩივის.

მივმართავთ შესაბამის უწყებებს, მიიღონ დროებითი ზომები მაინც, რომ ამ ადამიანს ჰქონდეს შესაბამისი სამუშაო პირობები.

სექსუალური შევიწროების ფაქტს იგივე პირის და კიდევ სხვა ორი პირის მიმართ სხვა ქალებიც ადასტურებენ, თან ამბობენ, რომ სექსუალურ ძალადობას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი. ჩვენ როდესაც მივედით თავდაცვის ამ უწყებაში და გავესაუბრეთ შესაბამის პირებს, მათ საერთოდ არანაირი ცოდნა არ აქვთ სექსუალური შევიწროების დარღვევისა და არც გენდერული სენსიტიურობის შესახებ“. – აცხადებდა სექტემბრის დასაწყისში ორგანიზაცია “საფარი”.

საქმეზე მონიტორინგს აწარმოებდა სახალხო დამცველი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S