Accentnews.ge
"თუ რუსეთს არ შეუძლია, მართოს და აღჭურვოს უკრაინაში განლაგებული 100 000 ჯარისკაცი, 300 000–ის დამატება სიტუაციას არ გააუმჯობესებს"

"თუ რუსეთს არ შეუძლია, მართოს და აღჭურვოს უკრაინაში განლაგებული 100 000 ჯარისკაცი, 300 000–ის დამატება სიტუაციას არ გააუმჯობესებს"

23/09/2022 06:28:19 მსოფლიო

პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პეტ რაიდერმა რუსეთში გამოცხადებულ მობილიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 300 000 რეზერვისტის მობილიზებამ შესაძლოა, მხოლოდ გააძლიეროს რუსეთის წარუმატებლობა ფრონტის ხაზზე.

“რუსულ მოდელში ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც დაასრულეს თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა და იძახებენ უკან დასაბრუნებლად. ჩვენი შეფასებით, რუსეთს დრო დასჭირდება ამ ძალების გაწვრთნის, მომზადებისა და აღჭურვისთვის”, - აღნიშნა გენერალმა და დასძინა, რომ თუ რუსეთს არ შეუძლია, მართოს და აღჭურვოს უკრაინაში განლაგებული დაახლოებით 100 000 ჯარისკაცი, 300 000 ჯარისკაცის დამატება სიტუაციას არ გააუმჯობესებს.

”თუ თქვენ უკვე გაქვთ მნიშვნელოვანი გამოწვევები და არ განიხილავთ ზოგიერთ იმ სისტემურ სტრატეგიულ საკითხს, რაც ნებისმიერ დიდ სამხედრო ძალას აძლიერებს, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს უფრო ადვილი იქნება განტოლებაში მეტი ცვლადის დამატებით,” - განმარტა რაიდერმა და დასძინა, რომ მობილიზაცია, "რეფერენდუმები", ვლადიმირ პუტინის მუქარა არ ცვლის ოპერაციულ ფაქტებს ადგილზე – უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას თავიანთი ქვეყნისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S