Accentnews.ge
„გვერდში დავუდგებით“: ქალი დეპუტატები თეა წულუკიანს სოლიდარობას უცხადებენ

„გვერდში დავუდგებით“: ქალი დეპუტატები თეა წულუკიანს სოლიდარობას უცხადებენ

23/09/2022 10:19:00 პოლიტიკა, საზოგადოება

ქალთა მიმართ ძალადობა არის საკითხი, რომელიც სცდება პარტიულ ინტერესებს და გაცილებით მნიშვნელოვანია, ამიტომ თეა წულუკიანს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საჯაროდ ამაზე საუბრისას გვერდში დაუდგებიან ქალი პოლიტიკოსები,- განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ პარლამენტი გამართულ ბრიფინგზე. მის პოზიციას იზიარებენ დეპუტატები: თამარ კორძაია, ანა ბუჩუკური, თეონა აქუბარდია.

მათ საჯაროდ საუბრისკენ მოუწოდეს წულუკიანს და აღნიშნეს, ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელიც უთანასწორობას განიცდის, პოლიტიკური და პარტიული კუთვნილების მიუხედავად, სოლიდარული იქნებიან.

„მინისტრ თეა წულუკიანს დავუსვით კითხვა სპორტის ფედერაციებთან დაკავშირებით, სადაც ნაწილი ითვალისწინებს სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სტრუქტურულ ცვლილებებს, ნაწილთან დაკავშირებით ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მისი პასუხი ამ შეკითხვაზე იყო საკმაოდ საგანგაშო: მან თქვა, რომ მას, როგორც ქალ მინისტრს, ურღვევენ უფლებებს და იყო ძალადობის ფაქტებიც! სამწუხაროდ, ის საჯაროდ არ საუბრობს მოძალადეებზე. ეს პრობლემაა! მან თქვა, რომ თავად მოაგვარებს პრობლემას და ეჭვიც არ მეპარება - ის არის ძლიერი ქალი მინისტრი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საჯაროდ არ უნდა ისაუბროს მოძალადეებთან დაკავშირებით, დამალოს ინფორმაცია და ჩათვალოს, რომ მისი მოსაგვარებელია ეს, მაშინ როცა ბევრი პრობლემა, რომელიც ეხება ქალებს, სწორედ იმიტომ არის, რომ ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ! მან ასევე აღნიშნა, რომ არ ენდობა სხვა ქალებს, ქალ პოლიტიკოსებს. ამიტომ, ჩვენ დღეს მას კიდევ ერთხელ გვინდა, შევახსენოთ, ქალთა მიმართ ძალადობა არის საკითხი, რომელიც ცდება პარტიულ ინტერესებს და გაცილებით მნიშვნელოვანია! ამიტომ, უნდა ჰქონდეს იმედი, რომ საჯაროდ ამაზე საუბრისას გვერდში დაუდგებიან ქალი პოლიტიკოსები,"- განაცხადა სამნიძემ.

თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ ის, რაზეც თეა წულუკიანმა ისაუბრა, ყურადღებას, მათ შორის, უფლებადამცველის მხრიდან იმსახურებს.

ხოლო ანა ბუჩუკურის თქმით, მნიშვნელივანია, მათ შორის, კაცმა დეპუტატებმაც მიაქციონ ამ საკითხებს ყურადღება. თეონა აქუბარდიას აზრით, ამგვარი საკითხები არამხოლოდ გენდერული საბჭოს, ყველას ინტერესის საგანი უნდა იყოს – უნდა გასცდეს პოლიტიკურ გემოვნებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S