
ქედაში ავარიის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
23/09/2022 10:48:53 საზოგადოება
ქედაში, სოფელ მახუნცეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ტურისტის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 6 ადამიანი. შემთხვევა დღეს, 23 სექტემბერს მოხდა.
ერთი დაშავებული ბათუმის კლინიკა გადაიყვანეს, სამი პაციენტი ზედაპირული ტრავმებით კი ჰოსპიტალიზებულია "მედალფაში". ადგილზე გაუწიეს დახმარება ავტოსაგზაო შემთხვევაში მოხვედრილ კიდევ ორ პირს.