Accentnews.ge
რუსეთში კომისარიატებისა და რაიონული ადმინისტრაციების შენობებს წვავენ

რუსეთში კომისარიატებისა და რაიონული ადმინისტრაციების შენობებს წვავენ

23/09/2022 11:47:59 მსოფლიო

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სხვადასხვა ოლქებსა და რაიონებში კომისარიატების, მილიციის განყოფილებებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების კიდევ 4 შენობას წაუკიდეს ცეცხლი, - იუწყება დამოუკიდებელი რუსული მედია.

სულ კი, მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტ პუტინის მიერ 21 სექტემბერს ქვეყანაში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების მომენტიდან უკვე ათამდე ასეთ შენობაში გაჩნდა ხანძარი.

ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ამურის ოლქის ქალაქ სვობოდნიში, ხაბაროვსკში, ალტაის მხარის დაბა ცელინნიში, ვოლგოგრადის ოლქის ქალაქ კამიშინში, კოსტრომაში, ტოლიატიში, სანქტ-პეტერბურგში, ნიჟეგოროდისა და ორენბურგის, ზაბაიკალიეს მხარეებში.

ცნობისთვის: ვერ შეაჩერა რა უკრაინის ფრონტზე მოწინააღმდეგის წარმატებული მზარდი კონტრშეტევა, პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში "ნაწილობრივი მობილიზაცია" გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც ფრონტზე თითქოსდა 300 000 მოქალაქის გაგზავნა იგეგმება. თუმცა რეალურად, როგორც დამოუკიდელ რუსულ მედიასა და სოცქსელებში გავრცელებული უამრავი მტკიცებულება მოწმობს, იწვევენ განურჩევლად ყველას, აკითხავენ გარდაცვლილების ოჯახებსაც კი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S