საქართველოსკენ მომავალ გზაზე საცობი ვლადიკავკაზიდან იწყება

23-09-2022 15:51:51 კავკასია

მას შემდეგ, რაც კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ქვეყანაში მობილიზაცია გამოაცხადა, მათ შორის, რუსეთ–საქართველოს საზღვართან რიგები რომ დადგა, ამის თაობაზე 21 სექტემბერსვე გახდა ცნობილი. ამის შესახებ იუწყებოდნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებმაც სახმელეთო საზღვრის გადმოკვეთა შეძლეს. თუმცა ამჯერად ჟურნალისტი ჩრდილოეთ ოსეთიდან ავრცელებს ვიდეოს და იუწყება, რომ ავტომობილების მიერ წარმოქმნილი მრავალკილომეტრიანი საცობები ვლადიკავკაზიდან იწყება.

ცნობისთვის: ვლადიკავკაზიდან ზემო ლარსის გამშვებ პუნქტამდე დაახლოებით, 30 კილომეტრია.

როგორც უკვე აღინიშნა, რუსეთიდან მოქალაქეთა გადინების შემდეგი ფაზა მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოფიციალურად განაცხადეს, რომ მობილიზაცია ნაწილობრივია და ის 300 000 მოქალაქეს შეეხება, მათ შორის, მხოლოდ რეზერვში მყოფებსა და სამხედრო გამოცდილების მქონეებს, თუმცა ფიქსირდება ფაქტები, რომ კომისარიატიდან უკავშირდებიან პენსიონერებს, აიტისპეციალისტებს, პედაგოგებს და ა.შ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები